მთავარისპორტი

უეფას მხარდაჭერით სომხეთში 76 სპორტული მოედანი აშენდება

პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სომხეთში ჩამოსული  უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჯეფერინი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს სომხეთში ფეხბურთის განვითარებას. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში უეფას დახმარებას და აღნიშნა, რომ ამის შედეგად ქვეყანაში ხორციელდება ფეხბურთის პოპულარიზაციისაკენ მიმართული არაერთი პროგრამა.

უეფას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით სტრუქტურა კვლავაც შეუწყობს ხელს სომხეთში ფეხბურთის განვითარებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კერძოდ, აღნიშნა, რომ უეფას მხარდაჭერით იგეგმება წელს სომხეთის რაიონებში  აშენდეს ხელოვნური ბალახით დაფარული 76 სპორტული მოედანი, სომხეთის საფეხბურთო ფედერაცია უზრუნველყოს საჭირო სპორტული აღჭურვილობით, განხორციელდეს პროგრამები საფეხბურთო დარბაზებისა და ქალთა ფეხბურთის განვითარებისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close