საზოგადოება

ერევანი-მოსკოვის ავიარეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის სამგზავრო ნივთებში ბომბი დევს

„ციმბირის ავიახაზების“ ერევანი-მოსკოვის 908-ე რეისის სამგზავრო ფრენის დროს  ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ მას ხელის ტვირთში ბომბი აქვს, სხვა რაიმე პრეტენზია მას არ გამოუთქვამს. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტი.

ამის შესახებ მაშინვე აცნობეს აეროპორტის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას.

განგაშის მიღებისთანავე, მგზავრი დააკავა საავიაციო უსაფრთხოების პერსონალმა, თვითმფრინავში მისი ნივთები  გამოიკვლიეს, მგზავრები ჩამოიყვანეს  ბორტიდან და დაათვალიერეს მგზავრების ბარგი, ტვირთი და მთლიანად მთელი თვითმფრინავი. ჩხრეკის დროს არ იქნა ნაპოვნი საჰაერო ხომალდით ტრანსპორტირებისათვის აკრძალული საგნები,მასალები და აღჭურვილობა.

მგზავრი გადაიყვანეს ზვართნოცის აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში, მიმდინარეობს გამოძიება.

ნახეთ მეტი
Back to top button