ეკონომიკამთავარი

ნიკოლ ფაშინიანი ჯერმუკის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ გაათავისუფლონ ამულსარისაკენ მიმავალი გზები

სომხეთის კანონმდებლობით, სომხეთის მთავრობას აქვს უფლება და შესაძლებლობა განახორციელოს ყოველდღიური მონიტორინგი ამულსარის  მაღაროების უარყოფითი გავლენის  შესაფასებლად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა ფეისბუქზე პირდაპირ ეთერში.

”ნებისმიერ დროს შეგვიძლია წავიდეთ საჰაერო, წყლის სინჯების ასაღებად, ხმაურის დონის გასაზომად. თუ დარღვევა მოხდება, მთავრობას აქვს ბერკეტი, რომ დაისაჯოს ამ დაღვევეის ჩამდენი პირი, ან  სამუდამოდ აკრძალოს ან გააუქმოს ლიცენზია”, – თქვა მან. პრემიერ მინისტრმა დასძინა, რომ  ”მოსალოდნელია „ლიდიანი“ მშენებლობას დაიწყებს აპრილ-მაისში, ამინდის გათვალისწინებით, ხოლო სავარაუდოდ, ამულსარის მთლიანი ექსპლოატაცია გათვალიწინებულია   2021 წლის პირველ კვარტალში“.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მაგისტრალის ჩაკეტვა დღეს სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს სომხეთს საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგის თვალსაზრისით, ამიტომ მან ჯერმუკის მოსახლეობას სთხოვა  გაათავისუფლონ  ამულსარის მაღაროსაკენ მიმავალი გზები.

ნახეთ მეტი
Back to top button