მთავარისაზოგადოება

რობერტ ქოჩარიანის განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს: პროკურატურა

სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის განცხადების  საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დადგენილებას გამოეხმაურა სომხეთის გენერალური პროკურატურა.

როგორც  სომხეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს: „ ყოფილ  პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალი არ ედება ისეთ ქმედებაში, რომელიც გამომდინარეობს მისი სტატუსიდან. ეს ფაქტი შეაფასეს წარმოების განმახორციელებელმა გამომძიებელმა,  პროკურორმა და სასამართლომ მათი იურისდიქციის ფარგლებში.

ქოჩარიანისადმი  წაყენებული ბრალდება არ ეხება მის ფუნქციურ იმუნიტეტს, ანუ ის ქმედებები, რომელსაც მას ადანაშაულებენ, არ გამომდინარეობენ მისი სტატუსიდან.

შესაბამისად, სომხეთის პროკურატურა თვლის, რომ რობერტ ქოჩარიანისადმი  სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და მისი განთავისუფლებისათვის საფუძველი არ არსებობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button