მთავარისპორტი

სომხეთის ნაკრებმა მოუგო ბოსნიასა და ჰერცოგოვინას

სომხეთის ეროვნული ნაკრები ევრო -2020 შერჩევითი ტურნირის  J ჯგუფში ერევანში შეხვდა ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ნაკრებს.

თამაში წარიმართა მეტად დაძაბულად და დასრულდა სომხეთის ნაკრების გამარჯვებით 4:2.

როგორც armsport.am-ი იუწყება,  ორი გოლის ავტორი გახდა  სომხეთი ნაკრების კაპიტანი  ჰენრიხ მხითარიანი. ამ უკანასკნელ ხანებში ჰენრიკ მხითარიანი გამოდის „რომას“ რიგებში, სწორედ მისი გადაცემის შედეგად  მესამე  გოლის ავტორი გახდა   ჰოვჰანნეს ჰამბარძუმიანი, ხოლო მეოთხე გოლი საკუთარ კარში გაიტანა ბოსნიელმა  მეკარე სეჰიჩმა.

ამ გამარჯვების შედეგად სომხეთის ნაკრებმა J ჯგუფში მოაგროვა 9 ქულა და წინ წაიწია მესამე ადგილისაკენ. ბოსნია და ჰერცოგოვინა 7 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ნახეთ მეტი
Back to top button