დაიწყო საჯარო განხილვების სერია სასამართლო რეფორმის სტრატეგიის თემაზე

დღეს დაიწყო სასამართლო და იურიდიული რეფორმების სტრატეგიის 2019-2023 წლების პროექტზე საჯარო დებატების სერია იუსტიციის მინისტრების მოადგილე ანა ვარდანიანისა და ქრისტინე გრიგორიანის მონაწილეობით. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.
ანა ვარდანიანმა წარმოადგინა სტრატეგიის მიზნები და მიმართულებები. იგი შეეხო ელექტრონული იუსტუციის პლატფორმის შექმნას, გარდამავალი მართლმსაჯულების ინსტრუმენტის მეშვეობით კანონის უზენაესობის განმტკიცებას, საკონსტიტუციო რეფორმების ჩატარებას, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას, სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის გაზრდას და სხვა საკითხებს.
მინისტრის მოადგილე შეეხო გარდამავალი იუსტიციის ინსტრუმენტების შემოღების საკითხს, ხაზი გაუსვა ფაქტების დამდგენი კომიტეტის შექმნის იდეას, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება 1991-2018 წლების პერიოდის შესწავლაზე. გამოვლენილი დანაშაულების საფუძველზე გაკეთებული დასკვნის შედეგად, კომისია წარმოადგენს მოხსენებას და წინადადებებს პრევენციული მექანიზმების დანერგვის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულების განმეორების თავიდან აცილებას.