მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრთან, გიორგი გახარიასთან

ერევანი, 9 სექტემბერი, არმენპრესი: პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან.
როგორც აცნობეს “არმენპრეს” -ს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურში, ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას  მიულოცა თანამდებობაზე არჩევა და წარმატებები, ნაყოფიერი შრომა და მონაპოვარი  უსურვა მის მნიშვნელოვან მისიაში.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეები ასევე შეეხნენ სომხეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების საკითხებს. მხარეებმა გამოთქვეს წმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა მიღწევის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close