
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ეროვნულ ასამბლეას განსახილველად წარუდგინა 2019 წელს სომხეთსა და ლიბანს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გაბრიელ ბალაიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის სხდომაზე.
მისი თქმით, ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, დაწყებული სამხედრო ინდუსტრიიდან სამხედრო სპორტამდე და მოიცავს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, დახმარებას ლოჯისტიკაში, სამხედრო მედიცინაში და სამშვიდობო საქმეებშიც კი.
„შეთანხმება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფი ახორციელებს გაეროს სამშვიდობო მისიას ლიბანში. შეთანხმება ასევე არეგულირებს მასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს”, – განმარტა ბალაიანმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების რატიფიკაციამ შეიძლება სომხეთ-ლიბანის სამხედრო ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანოს.