საზოგადოება

სომხეთში კვლავ იკლებს ფასები გულის სტენტირებაზე

სომხეთში გულის სტიენტირების ფასები კვლავ მცირდება. სრ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქში გააზიარა სრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ არსენ თოროსიანის ეს პოსტი.

”დღეს ჩვენ ახლადგახსნილ სომხურ-იაპონურ ცენტრში ,,ბესთ –ლაიფ“–ში 1 წამლით დაფარული სტენტისთვის უკვე გვაქვს ფასი 800,000 დრამი. 2018 წლის მაისში, ჩვენ 1,1 მილიონ დრამზე ნაკლები ფასი არ გვქონდა.

ფასების ვარდნის და მასშტაბური სახელმწიფო პროგრამების გამო, თითქმის შეწყდა გულის ოპერაციებისთვის მეზობელ საქართველოში გამგზავრება. სახელმწიფო პროგრამების გაფართოება იქნება უწყვეტი”,- წერს თოროსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close