ეკონომიკა
სურენ პაპიკიანი აბუ-დაბიში შეხვდა მსოფლიო ენერგეტიკის საბჭოს პრეზიდენტს

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი 24 – ე მსოფლიო ენერგეტიკული კონგრესის ფარგლებში შეხვდა ენერგეტიკის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტ დევიდ კიმს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შეხვედრისას განიხილეს ორგანიზაციასა და სომხეთის ეროვნულ კომიტეტს შორის თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებები. სომხეთის ენერგეტიკული შესაძლებლობების გასაცნობად, მინისტრმა პაპიკიანმა დევიდ კიმი სომხეთში მიიწვია.
გარდა ამისა მინისტრმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სომხეთის ელჩის, მჰერ მკრტუმიანის თანხლებით დაათვალიერა კონგრესის საგამოფენო სტენდები, გაეცნო ბირთვული ტექნოლოგიების სიახლეებს ბირთვული ენერგიის კომპანიების პავილონებში.