პოლიტიკა

მნაცაკანიანმა აშშ-ის ოფიციალურ პირს გააცნო სომხეთის პრინციპული პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მიიღო აშშ-ის დელეგაცია, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწის ლორა კუპერის ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, რომ ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება და გაღრმავება იყო და რჩება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცეს აშშ-სომხეთის უწყვეტ თანამშრომლობას ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამისა და ავღანეთში განხორციელებულ ,,გადამწყვეტი დახმარების“ მისიის ფარგლებში. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მნაცაკანიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა გააგრძელოს და გააფართოოს თავისი წვლილი სამშვიდობო და ჰუმანიტარული ქმედებების საერთაშორის ძალისხმევებში.

მინისტრმა მნაცაკანიანმა წარმოადგინა სომხეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სომხეთის პრინციპული პოზიცია და მიდგომები. ამასთან დაკავშირებით, ასევე აღინიშნა შეერთებული შტატების ძალისხმევა, სხვა თანათავმჯდომარე ქვეყნებთან ერთად, მშვიდობიანი გზით კონფლიქტების  მოგვარების საქმეში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close