საზოგადოება

სომხეთის ყველა სკოლაში შეიქმნება რობოტების ლაბორატორიები

“ინფორმაციული ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირი” გეგმავს რობოტების ლაბორატორიების დაარსებას სომხეთის ყველა სკოლაში. “სომხეთის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში საინჟინერო ლაბორატორიების დანერგვის  პროექტი” ხორციელდება 2014 წლიდან, ხოლო ამ ინიციატივის პროტოტიპი, “სომხეთში რობოტების განვითარებისა და დახმარების პროგრამა” ხორციელდება 2008  წლიდან. დღემდე სპონსორების მხარდაჭერით უკვე შექმნილია 284 ლაბორატორია.  წლის ბოლოსთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სკოლებში შეიქმნება კიდევ  284 საინჟინრო ლაბორატორია “არმათი”.  

ნახეთ მეტი
Back to top button
Close