საზოგადოება

სომხეთში დაფიქსირებული მიწისძვრის ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6-7 ბალი შეადგინა

10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:22 საათზე (გრინვიჩის დროით 16:22), სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმური დაცვის  ტერიტორიული სამსახურის სეისმოლოგიური ქსელის მიერ დარეგისტრირდა ჩრდილოეთის  განედის 41,080 და აღმოსავლეთის გრძედის  43,940 გეოგრაფიული კოორდინატებით (სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონის – სოფელ ბავრადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 13 კმ), კერის 10 კმ სიღრმის, 4.8 მაგნიტუდით მიწისძვრა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 6-7 ბალი შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრა იგრძნობოდა სრ შირაკის, ლორის, ტავუშის, არაგაწოტონის, არმავირის ოლქებში და ქალაქ ერევანში.

წინასწარი მონაცემებით, სრ ტერიტორიაზე მიწისძვრას მსხვერპლი და განადგურება არ მოჰყოლია.

მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან 7,5 კილომეტრში მდებარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button