ეკონომიკა

სრ ფარმაცევტული სექტორი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან რეგულირების მესამე საფეხურის მიღწევის გზაზეა.

წამლების მიმოქცევის რეგულირების სისტემის სტრუქტურის განსახილველად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სათაო და ევროპის რეგიონის ოფისების ექსპერტთა ჯგუფი ეწვია სომხეთს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ ჯანდაცვის სამინისტრო. ორგანიზაციას გააჩნია ფარმაცევტული რეგულირების სიმწიფის შესაფასებელი მექანიზმი და ქვეყნებს ანიჭებს ხარისხებს.

სომხეთი რეგიონის ერთ – ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც პროგრამის შედეგად შეიძლება მიიღოს მესამე ხარისხი, რომელიც გაზრდის სომხეთის რეიტინგს საერთაშორისო ბაზარზე, გაზრდის დაინტერესებას ქვეყნის მიმართ და მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ფარმაცევტიკის განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close