მთავარიპოლიტიკა

„ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენლები მზად არიან მხარი დაუჭირონ სომხეთ-აშშ ურთიერთობების გაღრმავებას

სომხეთის  ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი შეხვდა დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს ატლანტიკური საბჭოს ამერიკული  „აზროვნების ცენტრის“  ვიცე-პრეზიდენტი  დეიმონ ვილსონი.

როგორც გვაცნობეს სრ პარლამენტიდან,  ეროვნული ასაბლეის სპიკერმა  განაგრძო დიალოგი, რომელიც ვაშინგტონში დაიწყო მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ დიდი ინტერესი აქვთ როგორც მათ ცენტრში, ასევე აშშ – ს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, სომხეთში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ, ამის გამო  ისინი ჩამოვიდნენ სომხეთში

ადგილობრივი რეფორმების მსვლელობის გასაცნობად.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთის სასამართლო სექტორში განხორციელებული რეფორმები და არცახის საკითხი.

შეხვედრის დასასრულს, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა წარმოადგინონ აშშ-ში სომხეთში მიმდინარე პროცესები და ხელი შეუწყონ სომხეთ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას.

ნახეთ მეტი
Back to top button