ერევანში მიმდინარეობს კუხოს სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა

ერევანში მიმდინარეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხოს) სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ХVII სხდომა, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ მინისტრის, სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარეიური ბორისოვის თავმჯდომარეობით. კომისიის მუშაობაში მონაწილეობს კუხოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი სემერიკოვი.
სხდომის მონაწილეები განიხილავენ გასული წლის სექტემბერში ალმატიში (ყაზახეთი) გამართულ სხდომაზე სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების საკითხთა ფართო სპექტრს, ასევე 2016 წლის მაისში მიღებულ კუხოს წევრ-ქვეყნების სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
განსახილველი თემები მოიცავს კუხოს ფარგლებში შეიარაღებას და სამხედრო აღჭურვილობის სტანდარტიზაციის სფეროში ღონისძიებების განხორციელებას, კუხოს წევრ-ქვეყნების შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული საქონლის კატალოგის სისტემის შექმნა, სამხედრო მნიშვნელობის ერთობლივად შემუშავებული და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებისადმი უფლებების ურთიერთდაცვა, რომლებიც მოპოვებული და გამოყენებულია კუხოს წევრ- ქვეყნების სამხედრო – ეკონომიკური თანამშრომლობის დროს.