ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უცხოური ინვესტიციების ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2019 წლის მეორე კვარტალში 53,7%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის („საქსტატი”) მასალებში.
ინვესტიციების კლების ძირითად მიზეზებს შორის სახელდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ფაზის დასრულება, ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლა.
ვინ ლიდერობს ინვესტიციების მხრივ?
საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ლიდერობენ ნიდერლანდები, თურქეთი და აშშ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 121,6 მლნ დოლარს შეადგენს. ეს მთელი ინვესტიციების მოცულობის 65%-ია.
ინვესტიციები ასევე შემოვიდა აზერბაიჯანიდან (15,8 მლნ დოლარი), პანამიდან (15,5 მლნ დოლარი), ჩეხეთიდან (14,8 მლნ დოლარი), კორეიდან (14,2 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.
რაში დებენ ინვესტიციებს
საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა და სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში ინვესტიციების მოცულობა 130,2 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების დაახლოებით 70%-ს.
ინვესტიციებს ასევე დებენ ტრანსპორტში (26,5 მლნ დოლარი), უძრავ ქონებაში (22,8 მლნ დოლარი).
პირველი ნახევარი წელი
საქართველოში ინვესტიციები მოცულობა შემცირდა წლის პირველ ნახევარშიც მთლიანად – ქვეყანაში შემოვიდა 473,1 მლნ დოლარი, რაც 2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლებია.
წლის პირველ ნახევარში მსხვილი ინვესტორები იყვნენ ნიდერლანდები, პანამა და აშშ. ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობასა და სასტუმროებსა და რესტორნებში.
საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უცხოეთიდან ინვესტიციების შემცირება არ უკავშირდება რამე ფუნდამენტურ რისკებს ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.
ქვეყნის ხელმძღვანელობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორებში აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, რომელიც გამოიწვია ექსპორტის ზრდამ და გარე ფაქტორების მხრიდან დაუცველობის შემცირებამ, განმარტეს უფრო ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.