მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და სხვების სასამართლო პროცესი დაიწყო

ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს შენგავითის რეზიდენციაში მოსამართლე ანა დანიბეკიანის თავმჯდომარეობით დაიწყო “პირველი მარტის” საქმეზე კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში ბრალდებული სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის და სხვა პირების საქმის გამოძიება. “რადიოლურის” უწყებით, სასამართლოში პირველად იმყოფება  ამ საქმეში ყველა ბრალდებული: სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, კუხოს ყოფილი გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი, სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი და სომხეთის ყოფილი ვიცე პრემიერ-მინისტრი არმენ გევორგიანი. საქმეზე პატიმრობის ქვეშ მხოლოდ რობერტ ქოჩარიანი  იმყოფება. სასამართლოს გარეთ პროტესტის აქციას მართავენ ქოჩარიანის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. პოლიცია იცავს წესრიგს.

ნახეთ მეტი
Back to top button