პოლიტიკა

ავინიანმა უკრაინის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან ერთად განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრ, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაელო ფიოდოროვთან. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა გამოაქვეყნა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

”ჩვენ განვიხილეთ სომხეთ-უკრაინული თანამშრომლობის ყოველმხრივი განვითარების შესაძლებლობები.  დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ ციფრული მუშაობის პროცესში ორი ქვეყნის გამოცდილების გაცვლას, აგრეთვე განვიხილეთ საჯარო სერვისების რეფორმირების პროცესში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. საუბრის დროს, პრემიერ მინისტრის მოადგილე ფიოდოროვმა დაადასტურა რომ მონაწილეობას მიიღებს 6-9 ოქტომბერს ერევანში გამართულ საინფორმაციო ტექნოლოგიების 23-ე მსოფლიო ფორუმში. შევთანხმდით, რომ შევხვდებით კონფერენციის ფარგლებში და უფრო დეტალურად განვიხილავთ სომხეთ-უკრაინის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს. ”- წერს ავინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button