აზერბაიჯანულ მედიაში ამ ბოლო დღეებში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელ გიორგი წერეთელს მიაწერეს სიტყვები, რომელიც ამ უკანასკნელს არ უთქვია. კერძოდ, აღინიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გეორგი წერეთელმა დაადანაშაულა ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის მოლაპარაკებების ჩაშლაში.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეხო რა ამ ინფორმაციას, აუწყებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტ გიორგი წერეთელს რაიმე მითითება, მით უმეტეს, რაიმე განმარტება არ გაუკეთებია სომხური მხარის, კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე. იგი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის ფორმატს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამშვიდობო პროცესის განვითარებისათვის სათანადო გარემოს შექმნას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პუბლიკაციის შემდეგ, 11 სექტემბერს, გაიმართა საქართველოში სომხეთის ელჩ რუბენ სადოიანისა და გიორგი წერეთელის შეხვედრა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნა წინამდებარე საკითხი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტროში განაცხადეს, აზერბაიჯანულმა მედიამ წინა თარიღით მოახდინა ამ ინტერვიუს რედაქტირება.