აუცილებლობის შემთხვევაში, არცახს შეუძლია გააზიაროს დემოკრატიული არჩევნების მისი გამოცდილება. ნაღდალიანი

1991 წლიდან, არცახში შეუფერხებლად ჩატარდა არჩევნები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც არცახის ხალხის მხრივ მათი უფლებების რეალიზება. დამკვირვებლების აზრით, არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოსა და უკრაინის კომენტარს აღნიშნულ არჩევნებთან დაკდავშირებით.
”ამ 28 წლის განმავლობაში, არცახმა დააგროვა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კარგი გამოცდილება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს არცახის სერიოზულობასა და უნარზე შექმნას დემოკრატიული ინსტიტუტები და უზრუნველყოს ადამიანის ნების თავისუფალი გამოხატვა. ამ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, არცახს შეუძლია თავისი გამოცდილების გაზიარება”,- აღნიშნა ანა ნაღდალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ასევე მოიხსენია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადება, რომ ისინი აღიარებენ არცახის მოსახლეობის როლს საკუთარი მომავლის გადაწყვეტაში.
”ადამიანის უფლებების რეალიზაცია არ არის განპირობებული საცხოვრებელი ადგილის სტატუსით, ხოლო ადამიანის უფლებების არ აღიარება არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს მათ რეალიზაციას.” – აღნიშნა ანა ნაღდალიანმა.