პოლიტიკა

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა პირველად გაიმართება. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხია შეტანილი.

გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button