კუხოს ზოგიერთი წევრის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა უარყოფითად აისახება ორგანიზაციის რეპუტაციაზე. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება, რომ კუხოს ზოგიერთმა წევრმა მიყიდა იარაღი აზერბაიჯანს. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა განაცხადა, 13 სექტემბერს ბრიფინგზე.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, ეს ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზაციის რეპუტაციაზე და ზოგადად თანამშრომლობის ატმოსფეროზე. სომხური მხარე გააგრძელებს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ამგვარი ვითარების თავიდან ასაცილებლად.
აზერბაიჯანთან კუხოს თანამშრომლობის შესაძლებლობაზე გაჟღერებული მოსაზრების შესახებ გუშინ, ერევანში, რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის იური ბორისოვის კითხვაზე პასუხად, ანა ნაღდალიანმა შეახსენა, რომ არსებობს ორგანიზაციის წესდება, რომელშიც ნათლად არის აღწერილი კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებსაც წარუდგენენ დამკვირვებლებისა და პარტნიორების კანდიდატებს. ორივე შემთხვევაში, კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა კუხოს ყველა წევრ- ქვეყანასთან, შეეცადოს ხელი შეუწყოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას, ხოლო მეორე შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს კონფლიქტი წევრ სახელმწიფოებთან.
”ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. სომხეთის თანხმობის გარეშე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრება მოსაზრებად რჩება, ”- დაასკვნა ანა ნაღდალიანმა.