ეკონომიკამთავარი

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტო ზრდა: ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვანაძორში  პრეს-კონფერენცია დაიწყო სომხეთის შესახებ 100 ფაქტის გამოქვეყნებით.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ამ წლის 7 თვის მონაცემებით, სომხეთის რესპუბლიკაში  მშპ-ს ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8% შეადგინა.

”მრეწველობა გაიზარდა 8.4%, მშენებლობა – 4.5%, სავაჭრო ბრუნვა – 8.9%, მომსახურება – 15.2%, საშუალო თვიური ანაზღაურება – 5.9%”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

2019 წლის პირველ ნახევარში საგადასახადო შემოსავლებმა უპრეცედენტო 25% -იანი ზრდა უჩვენა.

მან დასძინა, რომ 2018 წლის მაისიდან დღემდე შეიქმნა 65 ათასი 37 სამუშაო ადგილი.

სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 208.6 მილიარდი დრამით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის იანვარ-ივნისში მსხვილ გადამხდელებმა სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანეს  511 მილიარდი დრამის  საგადასახადო თანხა.

ნახეთ მეტი
Back to top button