ეკონომიკამთავარი

სომხეთმა გასულ წელთან შედარებით 5-10 პროცენტით მეტი სამხედრო ტექნიკა შეისყიდა: ნიკოლ ფაშინიანი

2019 წელს თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 26 პროცენტით გაიზარდა და 312 მილიარდ დრამზე ავიდა. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.

როგორც მან თქვა, მთავრობამ დამატებით 2,3 მილიარდი დოლარი გამოყო საბრძოლო სამორიგეო პოსტებზე პირობების გსაუმჯობესებლად,  მათ შორის გადაჭრილი იქნება საბრძოლო პოზიციებზე წყლის მიწოდების საკითხიც.

 „2019 წლის ივნის-აგვისტოში გაიზარდა  მზის ენერგიის გამომყენებელი საბრძოლო პოზიციების რიცხვი, 5-10 %-ით გაიზარდა  სამხედრო საშუალებების რაოდენობაც.  შეხების ზოლში გაიზარდა თანამედროვე  სამეთვალყურეო მოწყობილობების რაოდენობა“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა გათვალისწინებულია  თავდაცვის ბიუჯეტი სამომავლოდ გაიზარდოს 14 პროცენტით.

ნახეთ მეტი
Back to top button