,,არცახი სომხებისაა“. ANCA-მ გაავრცელა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს განსაიდუმლოებული დოკუმენტები მთიანი ყარაბაღის შესახებ
ამერიკის სომეხთა კომიტეტმა (ANCA) თავის Twitter გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგება მთიანი ყარაბაღის შესახებ.
1988 წლის დოკუმენტში, სახელწოდებით “კავკასიური ღელვა და ნაციონალიზმის საფრთხე”, საუბარია ყარაბაღში არსებული შიდაეთნიკური კონფლიქტის შესახებ.
”1920-იან წლებში სომხეთის კულტურული და რელიგიური ცენტრის – მთიანი ყარაბაღის გადაცემა აზერბაიჯანისთვის გახდა სომეხთა უწყვეტი, მაგრამ შეურაცხყოფილი იმედგაცრუება”, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ახალგაზრდა მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ განაპირობა ახალგაზრდა რესპუბლიკის შეუძლებლობა – ქვეყნის წინაშე დასმული საგანმანათლებლო, სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხში. ამან ასევე გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება, რომელიც გამოიხატა სომეხ მოსახლეობაზე თავდასხმებით.
განსაიდუმლოებულ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონი შეიქმნა 1923 წელს სომხების დასახლებაში, სადაც სომხები შეადგენენ პროვინციის მოსახლეობის 89 პროცენტს.