კულტურა

თბილისში გაიმართება კომიტასის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება

სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ქართული ეპარქიის ინიციატივით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ცალკეული ქველმოქმედების მხარდაჭერით, 2019 წლის 26 სექტემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კომიტასის  150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სომეხთა ეპარქიის პრესისა და ინფორმაციის სამსახური.

საიუბილეო ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები კომიტასის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმიდან. საკონცერტო პროგრამაში შედის კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, დიმიტრი ბოქოლიშვილის – კლარნეტი, საქართველოს სომხური ეპარქიის ,,მაკარ ეკმალიანის“ სიმღერის გუნდი, მარინა შაჰდინაროვა (სოპრანო). კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელია ჰოვჰანნეს ჰამბარძუმიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button