მთავარისაზოგადოება

რობერტ ქოჩარიანი პატიმრობაში დარჩება. სასამართლომ უარყო ადვოკატების შუამდგომლობა

17 სექტემბერს ერევნის შენგავითის ზოგადი იურისდიქციის სასამართლომ მოსამართლე ანნა დანიბეკიანის თავმჯდომარეობით, უარი განუცხადა ადვოკატებს წარდგენილ  შუამდგომლობაზე, რითაც შუამდგომლობდნენ რობერტ ქოჩარიანის მიმართ შეწყვეტილიყო სისხლსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიება -წინასწარი პატიმრობა მოეხსნათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით  რობერტ ქოჩარიანი დარჩება წინასწარ პატიმრობაში.

12 სექტემბერს, რობერტ ქოჩარიანის და სხვათა საქმეზე პირველი სასამართლო განხილვის დროს, ქოჩარიანის ადვოკატთა ჯგუფმა წარადგინა შუამდგომლობა. ადვოკატებმა არამ ორბელიანმა და არამ ვარდევანიანმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 4 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, ქოჩარიანის დაკავება საფუძველმოკლებულია.

ბრალდების განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ამ საქმეს არ ეხება, რადგანაც ყოფილ  პრეზიდენტს ბრალად არ ედება  მისი სტატუსიდან გამომდინარე ქმედებები, ამიტომ ქოჩარიანის განთავისუფლების საფუძვლები არ არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button