პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ მინისტრი სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებს ეწვევა

21 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

როგორც იუწყებიან ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი აშშ-ში დაიწყება ლოს ანჯელესიდან. 22 სექტემბერს პრემიერ მინისტრი დაესწრება  ლოს ანჯელესის ცენტრში გრანდ პარკში დაგეგმილ მიტინგს, სადაც გამოვა სიტყვით. ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეხვდება კალიფორნიისა და ლოს ანჯელესის ხელმძღვანელობას, აშშ-ის აღმოსავლეთის სანაპიროზე სომხური საზოგადოების სასულიერო და საერო სტრუქტურების ხელმძღვანელებს და სომხური მედიის წარმომადგენლებს. დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

ლოს–ანჯელესიდან პრემიერ – მინისტრი ეწვევა სან ხოსეს, სილიკონის ველს, სადაც შეხვდება მაღალტექნოლოგიური სფეროს კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე სომეხ პროფესიონალებს.

ამის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი ნიუ – იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში და გამოვა სიტყვით. სომხეთის პრემიერ–მინისტრი შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, ასევე გამართავს მრავალმხრივ ორმხრივ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button