უსაფრთხოების საბჭო ადეკვატურად აფასებს სომხეთის უსაფრთხოების სიტუაციას. ფაშინიანი

დღეს გაიმართა უშიშროების საბჭოს რეგულარული სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
სხდომის გახსნისას ნიკოლ ფაშინიანმა კერძოდ აღნიშნა:
”რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკის გარშემო არსებულ უსაფრთხოების გარემოს, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოვლენები, ძირითადად, ჩვენი პროგნოზების, ჩვენი შეფასებების ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, არსებითად, ადეკვატურად ვაფასებთ სიტუაციას, ვქმნით უსაფრთხოების გარემოს განვითარებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ სომხეთის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებული ჩვენი მზადება, ჩვენი სამუშაოები ადგილის მქონე მოვლენების ადეკვატურია. რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უშიშროების საბჭოს მუშაობის ძალზე კონკრეტული დღის წესრიგი ჩამოვაყალიბეთ, ამ დღის წესრიგით მივდივართ წინ და დღევანდელი ჩვენი განხილვის საკითხებიც ამ დღის წესრიგში ჯდება”.
უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში დგას უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ არაერთი საკითხი.