პოლიტიკა

ეროვნული კრების ფრაქციამ “ჩემი ნაბიჯი” ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი დაიწყო

ეროვნული კრების  ფრაქციამ “ჩემი ნაბიჯი”  გადაწყვიტა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ჰრაირ თოვმაიანის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” ხელმძღვანელმა ლილით მაკუნცმა. ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრი ვლადიმერ ვარდანიანი შეეხო პროცესის იურიდიულ საკითხებს. მან აღნიშნა, რომ პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადას არ უკავშირდება.

”საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი დისციპლინური დარღვევაა. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია ეროვნული კრების ფრაქციას, ეროვნული კრებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით მიმართვით. ეროვნული კრება, საკითხის განხილვით, ფარული კენჭისყრით გადაწყვეტს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ საკითხში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

სხვა საფუძველია ქოჩარიანის სასამართლო საქმის ერთ – ერთი მხარის წარმომადგენელთან ჰრაირ თოვმასიანის მჭიდრო ურთიერთობაა, რამაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პროცესის ობიექტურობა. საუბარი არამ ორბელიანზეა. დანარჩენ საფუძვლებს თქვენ საფუძვლიანად გაეცნობით, როდესაც სრული პაკეტი მზად იქნება”,- აღნიშნა ვლადიმერ ვარდანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button