
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა ლატვიის ვიცე-პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს არტის პაბრიკს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ანა ნაღდალიანმა.
”საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში დაიწყო ვიცე პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან შეხვედრით. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ”- წერს ნაღდალიანი.