მთავარისაზოგადოება

ბაკურიანის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი სომეხია

საქართველოს კურორტი  ბაკურიანი საბჭოთა დროიდან დღემდე  კვლავ სათხილამურო კურორტად დარჩა და სომხები აქ წარმატებული ბიზნესმენები არიან. აქ უმდიდრესი ადამიანი ეროვნებით სომეხია. ვლადიმერ სტეპანიანი არის ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალის“  დამფუძნებელი. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „რადიოლური“.

90-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც ბაკურიანის ყოფილი სათხილამურო კურორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიატოვეს, სპორტსმენებისა და ტურისტების მიერ დავიწყებულ კურორტზე, მაშინ 24 წლის ვლადიმერ სტეპანიანმა გახსნა ერთ-ერთი პირველი სასტუმრო.  ბნელი და ცივი წლები იყო, მაგრამ უკვე ამ ხანებისათვის ის უკვე მუშაობდა საბერძნეთში  სასტუმრო კომპლექსში და რამდენადმე შეისწავლა თუ როგორ უნდა ეწარმოებინა სწორი ბიზნესი.

 „როდესაც 96 წელში დავბრუნდი საქართველოში, დავიწყეთ მცირე ბიზნესით, ოჯახური ტიპის სასტუმრო სახლით.  როდესაც აქ ყველაფერს  ანგრევდნენა, ევროპაში ვნახე  თუ როგორ უნდა კეთდება  სწორი ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არეულობა სუფევდა, მაინც მივჩნიე, რომ ბიზნესის დასაწყებად სწორი დრო იყო“.   მისი თქმით, მას ფული არ ჰქონდა, მაგრამ მაშინ შესაძლებელი იყო ფულის გარეშე საქმის წამოწყება, რაც ამჟამად შეუძლებელია.  ამჟამად  სასტუმრო კომპლექსი „კრისტალი“, რომელსაც სტეფანიანი ხელმძღვანელობს, დღეს ყველაზე მასშტაბურია, აშენებს და ყიდის ბინებს და რძის პროდუქტებს აწარმოებს.

„მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიმყოფებით  ჩვენი ბიზნესის მწვერვალში. დიდ ბიზნესს ახლა ვიწყებთ.“

უახლოეს მომავალში განხორციელდება 10 მილიონი დოლარის პროექტი: ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა და დასასვენებელი ცენტრის გახსნა. პროექტი მზად იქნება ორ წელიწადში, თუ რაიმე ხელისშემშლელი გარემოება არ წარმოიშობა.

ნახეთ მეტი
Back to top button