კულტურამთავარი

ერევანში გაიმართება კინოსა და ტელევიზიის ფესტივალი სლოგანით „შევცვალოთ მსოფლიო“

15 და 16 ოქტომბერს ერევანში პირველად  გაიმართება კინოსა და ტელევიზიის გადაცემების  ფესტივალი სლოგანით „შევცვალოთ მსოფლიო“.  იგი ყურადღებას გაამახვილებს სატელევიზიო და კინოპროექტებზე, რომელიც ეძღვნება ჰუმანიტარული პრინციპების დაცვასა და განვითარებას.

ფესტივალის საპატიო პრეზიდენტია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა ჰაკობიანი.

ფესტივალი ჩატარდება „ავრორა ფორუმის“  ფარგლებში, რომელიც გაიმართება 14-21 ოქტომბერს.

„ავრორა ფორუმი“ არის ექსკლუზიური და ამბიციური პროექტია,  რომელიც ცდილობს განიხილოს მსოფლიოს აქტუალური გამოწვევები ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, სოციალური, კულტურული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button