ეკონომიკა

აშშ-ის კონგრესმენები სომხეთში ვიზიტის ფარგლებში არცახსაც ეწვევიან

აშშ-ს კონგრესმენებმა ჯექი სპირ-კანჩელიანმა, ჯუდი ჩუმ და ფრანქ პალონმა 1 ოქტომბერს სომხეთში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში გადაწყვიტეს მთიანი ყარაბაღიც მოინახულონ.  “ამერიკის ხმის” უწყებით, ამერიკის კონგრესში ჩატარებულ ამერიკის სომხური  ყრილობის ღონისძიებების ფარგლებში,  ამის შესახებ  განაცხადა პასადინას წარმომადგენელმა ჯუდი ჩუმ.  

კონგრესმენ ჩუს ინიციატივით, რომელიც მიღებული იქნა დაახლოებით ერთი თვის წინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის მიერ, დაგეგმილია ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის გასამყარებელ როის-ენგელის შეთავაზების განსახორციელებლად 4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. ეს თანხა მოხმარდება აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის საკონტაქტო  ხაზის გასწვრივ სპეციალური აღჭურვილობის დამონტაჟებას, რომელიც გაარკვევს, თუ რომელმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

ჯუდი ჩუ ასევე შეეცდება დამატებით 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი დახმარება გაუწიოს ყარაბაღს.

კონგრესში სომხურ – ამერიკული მეგობრობის ჯგუფის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე კონგრესმენი ფრანქ პალონის აზრით, მათი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ამერიკელი კანონმდებლების პირველი ვიზიტი სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ.

“ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენს ჯგუფს სურს მხარი დაუჭიროს სომხეთის ახალ მთავრობასა და პარლამენტს.”

ნახეთ მეტი
Back to top button