პოლიტიკა

გახარიამ ჩინოვნიკები ბიუროკრატიული ხარჯების გაკონტროლების შესახებ გააფრთხილა

საქართველოს პრემიერმა მთავრობის პრიორიტეტები დაასახელა.

Sputnik საქართველოს უწყებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება, ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისი სიტყვებით, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ იმ ძირითად პრინციპზე, რომელზეც ყურადღება თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაამახვილოს. 2020 წლის ბიუჯეტი, პირველ რიგში, უნდა იყოს ორიენტირებული მოქალაქეზე და, რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად ინფრასტრუქტურა დაასახელა. მისი სიტყვებით, ინფრასტრუქტურული ხარჯები გაიზრდება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და მოქალაქეების მდგომარეობისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button