კულტურა

პრეზიდენტი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა

ინტერპრესნიუსის უწყებით, პრეზიდენტი უცხოელ და ქართველ ქალ კინემატოგრაფებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამასხური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროდიუსერები – გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი საქართველოში ორგანიზაციის “ქალები კინოსა და ტელევიზიაში” (WIFT Caucasus) მოწვევით ჩამოვიდნენ.

,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული.

მომავალ წელს იგეგმება საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება. უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button