სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს შეუძლება შეუფერხებლად იმუშაოს 2026 წლამდე. ვლადიმერ ბრედოვი

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორულ სისტემას შეუძლია შეუფერხებლად იმუშაოს 2026 წლამდე. “არმენპრესის” უწყებით, რუსული საექსპერტო ორგანიზაციების დასკვნებზე დაყრდნობით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების პროექტის რუსული მხარის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბრედოვმა. მან კომენტარი გააკეთა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დაგეგმილ-გასაფრთხილებელი რემონტის შემდეგ ქვეყნის ენერგოსისტემაში შესვლის შესახებ.
ბრედოვის სიტყვებით, ასეთი დასკვნა მიღებულია ექსპლუატაციის კონტროლისა და აუცილებელი საინჟინრო გამოთვლების შედეგად. რეაქტორულ სისტემასთან ერთად, გამოკვლეულია დაახლოებით 5,000 ერთეული ტექნიკა, რომელთა ექსპლუატაციის შესაძლებლოაბა ან დამტკიცებულია 2026 წლამდე, ან შეთავაზებულია მათი ახალით შეცვლა.
”დღეს მთლიანად შეიცვალა ავტომატიზირებული სალონის აღჭურვილობა, რაც საშუალებას იძლევა 15% -მდე გაიზარდოს ენერგიის გამომუშავება იმავე ფასად. სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ პროექტის შედეგად სომხეთს ექნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და მსოფლიო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ატომური ელექტროსადგური, ”- დასძინა ვლადიმერ ბრედოვმა.