პოლიტიკა

სომხეთი ისრაელში საელჩოს გახსნის

მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ისრაელში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დაფუძნების პროექტი.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ისაუბრა საელჩოს გახსნის აუცილებლობაზე და წარადგინა პროექტი, ამასთანავე შეახსენა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დამყარდა ჯერ კიდევ 1992 წლის აპრილში.

”ისრაელში საელჩოს შექმნის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ისრაელი არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშე შუა აღმოსავლეთის რეგიონში, რომლის პოლიტიკა პირდაპირ მოქმედებს ამ რეგიონის ფორმირებასა და სტაბილურობაზე. საელჩოს დაფუძნება ასევე მიზნად ისახავს სახელმწიფო დონეზე  სომეხთა მრავალსაუკუნოვან ყოფნაში ინტეგრირებას, მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმიდა ადგილების მფლობელად ყოფნის შენარჩუნებას”,–აღნიშნა მინისტრმა მნაცაკანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button