პოლიტიკა
სომხეთი საელჩოს ხსნის ეთიოპიაში. ეს განავითარებს თანამშრომლობას აფრიკის კავშირთან

სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეთიოპიის ფედერალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დაფუძნების შესახებ (რეზიდენცია: ადიდის აბაბა). საკითხი წარმოადგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.
ეთიოპიაში სრ დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნება საშუალებას მისცემს აფრიკის კავშირთან სინქრონული თანამშრომლობის განვითარებას.
სომხეთის დიპლომატიური მისიის დაარსება ადისის აბაბაში მნიშვნელოვნად დაარეგულირებს და გაააქტიურებს სომხეთის კონტაქტებს სამხრეთ-საჰარის აფრიკის ქვეყნებთან, როგორც შესაძლო ეკონომიკური პერსპექტივების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე კონტინენტის 50-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერის მიღების თვალსაზრისით.