კულტურამთავარი

ჩვენ მოველით უფრო მეტ ლატვიურ ინვენსტიციებს სომხეთში: ზოჰრაბ მნაცაკანიანი

ოფიციალური ვიზიტით რიგაში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა  განცხადება  გააკეთა  ლატვიელ კოლეგა   ედგარს რინკევიჩსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებს აქვთ ძალიან კარგი პოტენციალი ორმხრივი ურთიერთობების გასაფართოებლად.  „ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ შემოქმედებითი განათლების სფეროში, რაც შეეხება ინფორმაციულ ტექნოლოგიების გთავაზობთ   საკუთარი გამოცდილების გაზიარების იდეას.

გვაქვს სოფლის მეურნეობის საინტერესო სექტორი,   ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი მიღწევები მეღვინეობის სფეროში, რომლის პროდუქტს შეუძლია ლატვიის ბაზარზე თავისი ადგილი იპოვოს. ყველამ ვიცით პრესტიჟული სომხური კონიაკის შესახებ, მაგრამ ჩვენი ღვინოც ძალიან კარგია.

ჩვენ ასევე გვქონდა ყოვლისმომცველი მსჯელობა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზებზე. აქ ასევე არის შესანიშნავი შესაძლებლობები.  განხილვებისას შევეხეთ ინვენსტიციურ სფეროს და მოველით უფრო მეტ ლატვიურ ინვენსტიციას სომხეთში“.

ნახეთ მეტი
Back to top button