პოლიტიკა

რობერტ ქოჩარიანის ადვოკატებმა სააპელაციო საჩივარი წარმოადგინეს

სრ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ადვოკატთა ჯგუფმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ.ქოჩარიანის პატიმრობის შესახებ მიღებული  გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქოჩარიანის ადვოკატთა ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 4 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, რ.ქოჩარიანის ადვოკატთა ჯგუფმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს რ.ქოჩარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის დაუყოვნებლივ გააუქმებისა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ერევნის პირველი ინსტანციის სასამართლომ, ანა დანიბეკიანის ხელმძღვანელობით, უარი თქვა ადვოკატთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button