მთავარისაზოგადოება

სომხეთსა და საქართველოს შორის რაიმე გადაუჭრელი საკითხი არ არსებობს: სრ ყოფილი ელჩი საქართველოში

სომხეთსა და საქართველოს შორის  სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხი განმეორებით განხილვის საგანი გახდა და ის შეიძლება პარლამენტის სპიკერის სომხეთში ვიზიტის დღის წესრიგში იქნას შეტანილი.

ამის შესახებ  განუცხადა „რადიოლურს“  სომხეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში თენგიზ შარმანაშვილმა, რომელიც ახლა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველია. როგორც  მან აღნიშნა  ის ორ ქვეყანას შორის პრობლემებს ვერ ხედავს. „ჩვენს  ქვეყნებს  შორის გადაუჭრელი საკითხები არ არსებობს“ , – აღნიშნა  მან.  არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთაგანაც ერთერთია საზღვრების დემარკაციის საკითხი, რომელიც  გადაჭრას მოითხოვს,  სასწრაფო არ არის,  მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა წარიმართოს.

საქართველოში მომხმარებლებმა ცოტა ხნის წინ წამოაყენეს სომხურ-ქართული საზღვრის დემარკაციის საკითხი სოციალურ ქსელებში, კვლავ ყურადღება მიაქციეს საზღვარზე მდებარე მონასტერს, რომელიც მდებარეობს საქართველოს სომხებით  დასახლებულ სოფელ ახქიორფიდან  2-3 კილომეტრში და სომხეთის სოფელ პრივოლნოედან  20-25 კილომეტრში.  აღნიშნულია, რომ ამ ნაწილში სომხეთთან საზღვრის დემარკაცია დასრულებულია და ხუჯაპის მონასტერი სომხურ მხარეს გადაეცა.

ამის საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესი ჯერ  არ დასრულებულა და ხუჯაპის მონასტერი არ გადაცემულა სომხეთის მხარისათვის.

უწყების ცნობით, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის დასრულებამდე, ეკლესიის ადგილმდებარეობის კანონიერი დადგენა შეუძლებელია.




საკითხი წამოყენებული იქნა პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის სომხეთში ვიზიტის წინ  და საქართველოში იმედოვნებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ეს საკითხიც იქნება განხილული. ამასთან  დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი ელჩი საქართველოში თენგიზ შარმანაშვილი  „ჰალურის“ კორესპოდენტთან საუბარში ამბობს, რომ ”დემარკაცია არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, მაგრამ ის მაინც უნდა იქნას შეტანილი დღის წესრიგში და საჭიროებს მოგვარებას“. შარმანაშვილის აზრით, ეს პრობლემა ისე უნდა გადაიჭრას, რომ სომხურ-ქართულ საუკუნოვან კეთილმეზობლობას ჩრდილი არ უნდა მიადგეს.

ორი ერი  დაკავშირებულია  თბილი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობით და მიუხედავად ხელისუფლების შეცვლისა ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და ძლიერდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები ისეთ დონეზეა, რომ დღეს მთავრობებს შეუძლიათ მხოლოდ სიკეთე მოუტანონ მას“.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე, რომელმაც თანამდებობა დაიკავა თბილისში, ანტირუსული პროტესტის ფონზე  ირაკლი კობახიძის გადადგომის შემდეგ,  პირველ ოფიციალურ რეგიონულ ვიზიტს სომხეთით დაიწყებს. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის სომეხმა დეპუტატმა ჰენზელ მკოიანმა და აღნიშნა, რომ,  სექტემბრისთვის დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო საქართველოს მთავრობის შეცვლის და საკონსტიტუციო რეფორმების ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში  წარდგენის მიზეზით.

”საქართველოს პარლამენტის სპიკერი 5 წლის განმავლობაში სომხეთში ოფიციალური ვიზიტით არ ჩამოსულა. მე როგორც პარლამენტის დეპუტატი მუდმივად ვაყენებ ამ საკითხს და მიმაჩნია, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის პარლამენტთაშორისო ურთიერთობები უნდა გააქტიურდეს“.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი, რომელიც  ბოლო ჯერ ეწვია სომხეთს იყო დავით უსუფაშვილი და ის სომხეთში ჩამოვიდა 2015 წელს.

ნახეთ მეტი
Back to top button