პოლიტიკა

ჩვენ ახალი იმპულსი უნდა მივცეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. პრემიერ მინისტრი კონსულტაციებს მართავს

პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით მთავრობაში სამართალდამცავი სიტემის ორგანოების წარმომადგენლების ხელმძღვანელთა და წარმომადგენელთა მონაწილეობით  გაიმართა თათბირი. როგორც იუწყებიან სრ პრემიერის აპარატიდან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლას ახალი იმპულსი უნდა მიეცეს. ”ეს უზომოდ  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულში ადგილის მქონე კორუფციული დანაშაულების გამოვლენის მხრივ, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ თუ ამ მხრივ საკმარისად პრინციპული არ ვიქნებით, კორუფცია იპოვის  ახალ პირობებთან ადაპტირების  გზებს და გამოჩნდება, ნელ-ნელა მცოცავი ფორმით უკან დაბრუნების ნიშნებს გამოავლენს”.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღდგენილ იქნას სახელმწიფოსა და ხალხისთვის მიყენებული ზიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი პროცესი უნდა მოეწყოს ისე, რომ ეს ქმედებები არ იყოს ან არ აღიქვას, როგორც რეპრესიების პროცესი, რათა სომხეთის,  როგორც დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყნის იმიჯი, კი არ შეილახოს, არამედ პირიქით, განმტკიცდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button