სპორტი
არონიანი მსოფლიო თასის მეოთხედფინალშია

სომხეთის ჭადრაკის ვაჟთა გუნდის ლიდერი ლევონ არონიანი მსოფლიო თასის გათამაშების მეოთხედფინალშია.
რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების მე -4 ტურში, არონიანის მეტოქე ვიეტნამიდან ლე ქუანგ ლიემი იყო. ორი კლასიკური პარტიის მშვიდობიანი შედეგის შემდეგ, დიდოსტატები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სწრაფ და ბლიც ჭადრაკში, სადაც სამი თამაში ფრედ დასრულდა, ერთში კი გაიმარჯვა არონიანმა 2.5-3.5.
სომეხმა დიდოსტატი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქეა საფრანგეთიდან მაქსიმ ვაშიერ-ლაგრავი.
არონიანი მსოფლიო თასის ამჟამინდელი მფლობელია.