
სომხეთის ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ტემპი მოწმობს ეკონომიკური ნახტომის შესაძლებლობის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ლოს ანჯელესში გამართულ მიტინგზე.
”ამ გადამწყვეტ მომენტში, ვიმედოვნებ, რომ დიასპორა, განსაკუთრებით კი დიასპორელი ახალგაზრდები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტარტაფებით დაკავებული ჩვენი თანამემამულეები, ყურადღებას გაამახვილებენ სომხეთზე და თავიანთ საქმიანობას წარმართავენ სომხეთში”, – განაცხადა პრემიერ -მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დიასპორა გვერდში უდგას სომხეთის ეკონომიკურ რევოლუციას. ”მსურს დიასპორის ყველა ბიზნესმენის მოწვევა სომხეთში, რადგან დღევანდელ სომხეთში თქვენ ვერ შეხვდებით იმ დაბრკოლებებს, რომლებიც აქამდე იყო. სისტემური კორუფცია იქნა აღმოფხვრილი, მონოპოლია და ოლიგარქობა გაუქმდა. სომხეთში ჩრდილოვანი ეკონომიკა დაძლეულია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია სულ უფრო მეტ ოპტიმისტურ შეფასებას აძლევს სომხეთს და წინასწარმეტყველებენ ეკონომიკურ წინსვლას“.