პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ–მინისტრი კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესა და ლოს-ანჯელესის ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში მყოფი სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კალიფორნიისა და ლოს ანჯელესის ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ლოს ანჯელესის საკრებულოს წევრებს შეხვდა.

როგორც იუწყებიან სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან ელენი კუნალაკისთან შეხვედრის დროს ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს სურს ეკონომიკურად გააძლიეროს დემოკრატია და ითანამშრომლოს დემოკრატიულ პარტნიორებთან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კალიფორნია ერთ – ერთი ყველაზე ინოვაციური შტატია აშშ – ში, ტექნოლოგიების სფეროში მიღწევების მხრივ მსოფლიოს ლიდერთაგანია, და სომხეთი, როგორც ტექნოლოგიების სექტორის პრიორიტეტული ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კალიფორნიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები პრემიერ-მინისტრის სილიკონის ველში მოსალოდნელ ვიზიტთან, დემოკრატიის განვითარებასთან, სომხეთის ეკონომიკურ წინსვლასთან, ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button