სპორტი

ქართველმა ძიუდოისტმა ტაშკენტის გრან-პრიზე ოქრო მოიპოვა

ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უზბეკ ძიუდოისტს ბეკმუროდ ოლტიბოევს არანაირი შანსი არ დაუტოვა და „წმინდა” გამარჯვება მოიპოვა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გურამ თუშიშვილმა +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოს გრან-პრიზე, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქში გაიმართა, ოქრო მოიპოვა.

ფინალში ქართველმა გოლიათმა უზბეკი სპორტსმენი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა ისე, რომ იპონის გამომუშავების შანსიც კი არ დაუტოვა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა ბექაური (90 კგ). მან ნახევარფინალში რუს ხასან ხალმურზაევთან, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში – იაპონელ ბეიკერ მასიუსთან წააგო.

გრან-პრი ტაშკენტში 20-22 სექტემბერს გამართა. მასში მონაწილეობდა 467 სპორტსმენი 73 ქვეყნიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button