მთავარიპოლიტიკა

მამედიაროვთან შეხვედრისას ზოჰრაბ მნაცაკანიანმა კიდევ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის პრინციპული მიდგომები

ნიუ – იორკში გაიმართა შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ზოჰრაბ  მნაცაკანიანსა  და ელმარ მამედიაროვს შორის. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპრჩიკი.

მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები და შეაფასეს არსებული ვითარება. სომხურმა მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალისხმევასდაძაბულობის შემცირების საკითხს.  

რაც შეეხება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავებულ სომხეთის  მოქალაქეებს, სომხურმა მხარემ აღნიშნა,  რომ უნდა მოხდეს მათი ექსტრადიცია.

სამშვიდობო პროცესის განვითარების თვალსაზრისით, მინისტრმა მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა შეთანხმების პროცესში მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებების პროპორციულობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ ილაპარაკა ა  სომხეთის პოზიციებზე.

 შეხვედრისას განხილული იქნა ამ მიმართულებით განსახორციელებელი საქმანობა, კერძოდ რეგიონში თანათავმჯდომარეთა ვიზიტისა და  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შემდგომი შეხვედრის ორგანიზების საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button