მთავარიპოლიტიკა

ნ. ფაშინიანი. ჩვენ ვცვლით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის მართვის ფორმას

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკურმა რევოლუციამ ხანგრძლივი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკის განვითარებასა და ხალხის ცხოვრებაზე. პრემიერ-მინისტრმა ეს მოსაზრება გამოთქვა ლოს ანჯელესში გამართულ ბიზნეს ფორუმზე.

”სომხეთი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, სიცოცხლისუნარიანი ისტორიით, სტუმართმოყვარეობით, მშვენიერი ლანდშაფტით. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩვენი ქვეყნის იმიჯის სრულყოფისთვის. დღეს ჩვენ ვცვლით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის მართვის ფორმას. ამავე დროს, ჩვენ გარანტია უნდა მივცეთ, რომ სომხეთის ეკონომიკა დინამიური და პასუხისმგებელია იმ ცვლილებების წინ, რაც ხდება მსოფლიოში. გასულ წელს სომხეთის ხალხმა აირჩია ცვლილება, ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება და დემოკრატია, ჩვენ დავანახეთ, რომ ხალხის რწმენასა და მოქმედებებზე ძლიერი არაფერია. ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ პირველი ნაბიჯია”,- აღნიშნა პრემიერ მინისტრმა და შენიშნა, რომ ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკური რევოლუცია.

ნახეთ მეტი
Back to top button